|
2024-05-08 23:58:44, 573 ნახვა
საზოგადოება
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს, - ამის შესახებ ორბორბლიანების მარშის კიდევ ერთი ორგანიზატორი, გვანცა პერტია Facebook-ზე, ჯგუფში "დაიტოვე" წერს. როგორც გვანცა პერტია აღნიშნავს, ორბორბლიანების ორგანიზატორს ტელეფონზე დაურეკეს და დაახლოებით 10 წუთში მის ლოკაციაზე მივიდნენ, სადაც მისივე თქმით, მასზე ფიზიკურად იძალადეს. "მეგობრებო, ჩვენს მეგობარს, ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დღეს თავს დაესხა 3 ნაძირალა. ცემეს, ტუჩი გაუხეთქეს და გაიქცნენ. სანამ მივიდოდნენ, დაურეკეს ტელეფონზე, 15 წამი ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აღარ უპასუხოთ მაგინებლების ზარებს. სავარაუდოდ დარეკვით გებულობენ ზუსტ ადგილსამყოფელს და არ მივცეთ საშუალება იმის რომ მოგვადგნენ და გვცემონ. ასევე, გთხოვთ, იქნებ იცოდეთ კომპანია, რომელიც წიწაკის სპრეებს თუ ვერ გვაჩუქებს მოგვყიდის მაინც შედარებით იაფად? ახლა ის დროა რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს და ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. არ გავჩერდეთ! ვერ შეგვაშინებენ!", - წერს პერტია. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დიმა ჩიქოვანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ მას საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)