22:04 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-07 21:24:44, 487 ნახვა

მსოფლიო
სანდუ - მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა თუ რუსეთი თავს დაგვესხმება, თავს დავიცავთ

მშვიდობის შესანარჩუნებლად გავაკეთებთ ყველაფერს, თუმცა რუსეთი თუ თავს დაგვესხმება, თავს დავიცავთ, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

სანდუს თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ მოქალაქეების დასაცავად და მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„ჩვენ გვყავს არმია. გვაქვს თავდაცვის სექტორი და ჩვენ ინვესტიციებს ვაბანდებთ, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ეს ომი მალე დასრულდება და ჩვენ შევძლებთ ინვესტიციების დაბანდებას ეკონომიკასა და სხვა სფეროებში, და არ ვიქნებით იმ მდგომარეობაში, რომ იძულებულები ვიქნებით, ფული თავდაცვაში ჩავდოთ“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics