|
2016-02-12 12:24:28, 675 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 2017 წელს უკვე ბაქო-თბილისი-ყარსის ოპერირებადი რკინიგზა გვექნება
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხომა მიმდინარეობს. სხდომაზე მომხსენებლები არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი, თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი. სხდომაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მიმდიმარეობასა და 2016 წელს განსახორციელებელ ღონისძიებებზე მსჯელობენ. სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს ბინალი ილდირიმს შეხვდა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, თურქი კოლეგისგან მიიღო დაპირება, რომ თურქული მხარე თავის სამუშაოებს 2016 წლის ბოლოსთვის დაასრულებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის. ქუმსიშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ 2017 წელს საქართველოს ოპერირებადი რკინიგზა ექნება. „ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრთან. პირველი შეხვედრა გაიმართა პრემიერთან, სადაც იყო განხილული სტრატეგიული პარტნიორობა. ამის შემდეგ ჩვენ ორმხრივ ფორმატში განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მივიღეთ დაპირება იმისა, რომ თურქული მხარე თავის სამუშაოებს დაასრულებს 2016 წლის ბოლოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას რომ 2017 წელს ჩვენ უკვე გვექნება ოპერირებადი რკინიგზა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამოდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი: „აღნიშნული ხელშეკრულებები ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტის დარგში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის, ამან კიდევ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ის კორიდორი , სადაც უნდა იმოძღაოს ტვირთებმა, როგორც აზიიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)