|
2024-05-07 15:53:54, 422 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო საქველმოქმედო აქტივობები
ბაზისბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, საქველმოქმედო კამპანიის #სიკეთეგადამდებია ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს აღდგომის დღეების აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები დაურიგდათ. ბაზისბანკის და საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კათარზისის“ პარტნიორობით, სოციალურად დაუცველი 450 ხანდაზმული ბენეფიციარისთვის, ორი დღის განმავლობაში, სააღდგომო სადილი გაიმართა. „ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საამაყო და მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეო მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს. ბაზისბანკისგან მსგავსი სახის CSR აქტივობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)