|
2024-05-07 11:59:04, 503 ნახვა
საზოგადოება
მერია - უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ეზოები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ჩამოიშალა ფერდი
დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის განცხადების თანახმად, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში ეზოები დაიტბორა. "ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მცხოვრების ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა. რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს. ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222",- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)