|
2024-05-02 16:58:04, 432 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხელმძღვანელს სიინ ძოუს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) გენერალური დირექტორის მოადგილეს და ტექნიკური თანამშრომლობისა და მდგრადი სამრეწველო განვითარების დირექტორატის მმართველ დირექტორს, სიინ ძოუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მრავალწლიანი პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზეა და მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, შესასრულებელი გვაქვს რიგი რეკომენდაციები, რომელთა ეფექტიანად და დროულად შესრულება ჩვენ დღის წესრიგს წარმოადგენს. ეფექტიანი თანამშრომლობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პარტნიორმა ორგანიზაციებმა სამინისტროს პრიორიტეტები გაითვალისწინოს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. საუბარი შეეხო სურსათის უსაფრთხოების, აგროტურიზმის, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ქალების ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. სიინ ძოუს განცხადებით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)