|
2024-05-02 14:10:39, 327 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციამ“ დაშრობის საფრთხის წინაშე მყოფი კუმისის ტბის წყლით მომარაგების სამუშაოები დაასრულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი კუმისის ტბაზე დასრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნენ. აღსანიშნავია, კუმისის ტბა დაშრობის საფრთხის წინაშე ჩამდინარე წყლების შემცირების გამო დადგა, რაც ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. „კუმისის ტბა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 470 მეტრზე მდებარეობს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჭარბტენიანი ტერიტორიაა მოზამთრე და გადამფრენი ფრინველებისათვის, რომლებიც აღნიშნულ ეკოსისტემას საკვებად და მიგრაციისას შესასვენებელ ადგილად იყენებენ. ამ მხრივ კუმისის ტბა უნიკალური ადგილია. საქართველოს მელიორაციის მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში კუმისის ტბის წყლით შევსებით ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება განხორციელდა. ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლებლობა იქნება დაშრობის საფრთხის წინაშე არსებული ტბების შევსება და მათი გადარჩენა, ჩვენ შესაბამის ღონისძიებებს ჩავატარებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სოფელ ახალ კუმისში, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა ბუნებრივი ჩამონადენი წყლის გაწმენდილ არხებში თავმოყრა და მთლიანად კუმისის ტბის მიმართულებით გაშვება. სამუშაოების ფარგლებში 2 მიმართულებით გაიჭრა და გაიწმინდა 2 კილომეტრამდე არხი; რის შედეგადაც დაჭაობებული ადგილებიდან წყალი ჯერ კოლექტორებში, ხოლო შემდეგ ტბაში ჩაედინება. ჩატარებულმა სამუშაოებმა კუმისის ტბაში დამატებით 2.5 მლნ მ3 წყლის შედინება უზრუნველყო, რამაც წყლის საერთო მოცულობა 7 მლნ მ3 -მდე გაზარდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ტბაში წყლის დონემ მოიმატა და ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)