|
2024-05-02 11:41:31, 328 ნახვა
საზოგადოება
სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია - ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლში, საქართველოს მელიორაციის მიერ ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის შედეგებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებით, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. როგორც ადგილობრივი ფერმერები აცხადებენ, სოფელს წლებია წყლის პრობლემა ჰქონდა და მისი მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. „სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით, ბოლო 10 წელია მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, მხოლოდ ქვემო ქართლში, დაახლოებით 70 მლნ ლარის სარეაბილიტაციო ღონისძიებები არის განხორციელებული. ამ წლების განმავლობაში. დავასრულეთ წერეთლის არხის რეაბილიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 1000-ზე მეტ ჰექტარ ფართობზე გარანტირებული წყალმომარაგება ექნებათ ფერმერებს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მასშტაბური ხდება, რადგან ჩვენ გვყავს 4 საფინანსო ინსტიტუტი, დონორი და მომავალი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, 300 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ წერეთლის არხის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტრაპეციული კვეთის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები; 2700 მეტრი სიგრძის საექსპლუატაციო გზა; სამანქანე და საფეხმავლე ხიდები. პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)