|
2024-05-02 10:29:20, 469 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მეურნეობა დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. „ვაგრძელებთ რეგიონებში მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრებს; ჩვენი მიზანია, მათგან მივიღოთ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებზე და მიმდინარე მხარდამჭერ 15 სახელმწიფო პროექტში განვახორციელოთ შესაბამისი ცვლილებები, ასევე, დავაინიციროთ ახალი პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული ფერმერების ინტერესებზე. მეურნეობა, სადაც ვიმყოფებოდით, არის კარგი მაგალითი სახელმწიფოს მხარდაჭერით მიღწეული წარმატების, როგორც ბაღის გაშენებაში, ასევე გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობაში, რაც ნიშნავს, რომ შეიქმნება ადგილზე დამატებითი ღირებულება და ფერმერს საშუალება ექნება, უფრო მეტი ღირებულებით, მეტი შემოსავლის მიღებით განახორციელოს ეს საქმიანობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასეულობით ფერმერი გვყავს დაფინანსებული და მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში შპს „მწვანე სახლმა”, 2021 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 11 ჰა ნუშის ბაღი გააშენა. სახელმწიფოს თანადაფინანსება, დაახლოებით, 75,000 ლარია. რაც შეეხება საწარმოს, 2023 წლის ბოლოს ამოქმედდა, მისი შექმნისთვის კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით ისარგებლა, სესხის ოდენობამ 500,000 ლარი შეადგინა. საწარმო, რომელსაც წელიწადში 100 ტონა ნუშის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, 11 ადგილობრივს ასაქმებს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. კომპანიის „მწვანე სახლი“ დამფუძნებლის კობა თაბაგარის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო მათი საქმიანობის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 25 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 4,628 ჰექტარზე ნუშის გაშენება, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში 1,632 ჰექტარზე, 9,1 მლნ ლარით. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ნუშის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემულია 6,4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 23 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 600,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 4,3 მლნ ლარს აღემატება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



