|
2024-05-01 22:36:10, 417 ნახვა
საზოგადოება
მერია - მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს პატივი სცენ საკუთარ მაყურებელს და ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში გადაამოწმონ
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ მაყურებელს და თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში გადაამოწმონ, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც თბილისის მერია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ "დეზინფორმაციას" ეხმაურება. როგორც მერია განცხადებაში აღნიშნავს, "გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას". "გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „თბილსერვის ჯგუფის" დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ „გამჭვირვალობის კანონის" საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პიროვნება არ არის და არც ყოფილა „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ მაყურებელს და თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურში", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)