|
2024-05-01 21:29:23, 497 ნახვა
საზოგადოება
შსს - სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად დატოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად დატოვეს. ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, უწყებამ აღნიშნული გადაწყეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა უზრუნველყვეს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ, აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)