|
2024-05-01 15:15:36, 404 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა. ლაბორატორიას შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს საერთაშორისო დონის სადიაგნოსტიკო ტექნიკა და შეამოწმოს საკვები სხვადასხვა ქიმიურ საფრთხეზე, მათ შორის, სხვადასხვა დამაბინძურებლებზე, ცხოველური წამლების ნარჩენებზე, მიკოტოქსინებზე და ა.შ. საერთაშორისო დონის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი კონკურენტუნარიანია და აკმაყოფილებს ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის შესაძლებლობები, მოხდა უახლესი დონის ლაბორატორიული აპარატურის შესყიდვა, გადამზადდნენ ლაბორატორიის სპეციალისტები და დაინერგა საერთაშორისო დონის კვლევები", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელმძღვანელმა ანა გულბანმა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. დამატებითი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანამშრომლობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე - https://www.iaea.org/newscenter/news/georgia-enhances-public-health-and-food-exports-with-iaea-support ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)