|
2024-05-01 14:55:28, 366 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ დამცავი ბადები ეწყობა. „აღნიშნული პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. წელს დაახლოებით, 9 მლნ ლარი დაიხარჯება და ამ ფერდის ძალიან დიდი ნაწილი შეფუთული იქნება. პირველი, რაც გაკეთდა - ჩამოიყარა ის ქვები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს და პრობლემას წარმოადგენდეს გზის ამ მონაკვეთისთვის, შემდეგ კი ხდება ანკერული მეთოდით შესაბამისი დამცავი ბადეებით შეფუთვა, რათა გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ამ სამუშაოების ფარგლებში, ღამის საათებში კონკრეტული გზის მონაკვეთი იკეტება, რადგან მძიმე ტექნიკა მუშაობს. დღის განმავლობაში კი მოძრაობა ჩვეულ რეჟიმშია შესაძლებელი. ვფიქრობთ, სამუშაოები წლის ბოლოს სრულად დავამთავროთ და ის საფრთხე, რომელიც დაკავშირებული იყო კლდის აღნიშნულ ფერდთან, მოიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე. პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)