10:19 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 13:49:38, 485 ნახვა

საზოგადოება
მედიაომბუდსმენი - აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა

ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიაომბუდსმენი ავრცელებს.

მედიაომბუდსმენი განცხადებაში 28 აპრილიდან პირველ მაისამდე პერიოდში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის გაშუქებისას დაზარალებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე საუბრობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა.

28 აპრილიდან - პირველ მაისამდე პერიოდში:

  • სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა TV პირველის ოპერატორს, ნიკო კოკაიას;
  • სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა "პუბლიკას" - ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს;
  • სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა TV პირველის ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს. ასევე, ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს;
  • სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა "აი, ფაქტის" ჟურნალისტ რობი ზარიძეს;
  • თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive • ახალი ამბების ჟურნალისტი, გიგა გელხვიიძე.ჟურნალისტების და ოპერატორების ინტერესების გათვალისწინებით, მედიაომბუდსმენმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ორგანიზაციამ 2024 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის 14 შემთხვევის საგამოძიებო უწყებას შეატყობინა, 2023 წლის მარტიდან კი, მედიის მხარდასაჭერად 21 საქმეს აწარმოებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics