|
2024-05-01 01:09:51, 508 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვა - ამ დროისთვის 3 სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციიდან 3 სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების "საკმარისი რაოდენობაა" მობილიზებული. "გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის განხორციელდა 3 სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)