|
2024-04-30 20:24:38, 449 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე - მივიღე გადაწყვეტილება, ვიშიმშილო - მივმართავ მდინარაძეს - შენც ხომ იძახი, რომ ევროპა გინდა - მოდი, ერთად ვიშიმშილოთ [ვიდეო]
2017 წელს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ, რომელიც რუსთაველის გამზირზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა, "ექსპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად მიიღო. "აქცია გამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რასაც ვხედავ - ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს - რომ პირდაპირ აანონსებს ჩვენი ხელისუფლება რეპრესიებს, პირდაპირ აანონსებს, რომ ყველას კარებზე მოგვიკაკუნებენ. ასევე, ეწევიან ჩვენი მომავალი თაობის დისკრედიტაციას, მათში შუღლის გაღვივებას; უნდათ, რომ ეს მოსიყვარული, მრავალფეროვანი ახალგაზრდობა დააპირისპირონ ერთმანეთს, რაც ჩვენს თაობაში უკვე გააკეთეს. იმედია, ჩვენი თაობაც გამოფხიზლდება, მოვა გონს, შვილებს დაუდგება გვერდით, რომ შეაჩეროს ყველანაირი მარაზმი. დღეს არ არის მხოლოდ არა რუსულ კანონს, არა - გუშინ მე რაც მოვისმინე აქციაზე, პირდაპირ დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყველას მოგვიკაკუნებს კარებზე, ვინც კი განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს. ეს არის თავისუფალი სიტყვის მკვლელობის დღე. მე მივიღე უკიდურესი გადაწყვეტილება, რომ ვიშიმშილო ამ მთავრობის წინააღმდეგ. პირადად მამუკა მდინარაძეს მივმართავ, რომელმაც დამცინავად გააკეთა კომენტარი პარლამენტიდან - "მე რომ ხალხთან ჩავიდე და იდეას შევწირო თავი, თქვენ რა, ხალხო მერე?!" - მოდი, მამუკა, მე ვარ ზაზა სარალიძე, მე ჩემი შვილისთვის, ჩემი შვილის მომავლისთვის, მისი თანატოლების მომავლის დასაცავად, მათი ევროპული გზის დასაცავად ვიწყებ შიმშილობას - მოდი, ჩემთან ერთად - გავიზიაროთ ეს იდეა, შენც ხომ იძახი, რომ ევროპა გინდა - მოდი, ერთად ვიშიმშილოთ",- განაცხადა სარალიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)