19:44 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 17:18:40, 333 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ხალხმა გვითხრა, რომ მიიღებთ კანონს - დავალება შესრულდება!

დიახ, გუშინ  ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და გვითხრა - დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს „ოჯახური ღირებულებების შესახებ", თქვენ მიიღებთ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს დაარქმევთ თავის სახელს და ეროვნული ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს. ეს დავალება შესრულდება! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „რუსთაველზე შეკრებილმა  200 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მთელ მსოფლიოს  და არა მხოლოდ საქართველოს, აჩვენა, რამდენად დიდია ერთობის, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეუძლია ქართველებმა ამით იამაყონ".

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები; დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათ მოითხოვეს, მათ უზრუნველყვეს და არა ჩვენ. სწორედ, მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეთქვათ  - დიახ, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა; ჩვენ გვინდა გვემსახურებოდეს ჩვენი ხელისუფალი ისე, რომ ატარებდეს ეროვნულ ინტერესებს და  არავინ არასდროს მოქმედებდეს ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნების, ფონდების და ძალების ინტერების შესაბამისად, არამედ უპირველესი ინტერესი უნდა იყოს ქართული ინტერესი, რომელიც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და ჭეშმარიტ ევროპულ ინტერესებთან",- თქვა მდინარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია - ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლეს
შოლცი - გარკვევით ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და არ უნდა ყოფილიყო მიღებული, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა
პაპუაშვილი - ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება
კალაძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა ის ხშირად არღვევს კონსტიტუციას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics