|
2024-04-30 15:05:28, 297 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი, კანადაში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პლასტიკის პოლიტიკის მიმართულებით გლობალურ ლიდერს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კანადის დედაქალაქ ოტავაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პლასტიკის პოლიტიკის მიმართულებით გლობალურ ლიდერს, ეირიკ ლინდებერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF) თანამშრომლობისთვის და ყურადღება კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში გარემოს დაცვისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ეირიკ ლინდებერგთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული მთავრობათაშორისი მოლაპარაკების კომიტეტის მოლაპარაკებებში და ესტონეთთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ ჯგუფს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კანადაში მთავრობათაშორისი მოლაპარაკების კომიტეტის რიგით მეოთხე სესიაში იღებდა მონაწილეობას. კომიტეტის რიგით მეოთხე სესიის მიზანს პლასტიკის პრევენციის, მათ შორის საზღვაო გარემოში, შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის შემუშავება წარმოადგენდა. სოლომონ პავლიაშვილმა ეირიკ ლინდებერგს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ნარჩენების მდგრადი მართვისა და პლასტიკის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებაც. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პლასტიკით დაბინძურების დასასრულებლად, საქართველო შეუერთდა ნორვეგიის და რუანდის მიერ ინიცირებულ მაღალ ამბიციურ კოალიციას (HAC). როგორც ეირიკ ლინდებერგმა ქართულ მხარესთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს მთავრობათაშორის მოლაპარაკებებში ასევე, საქართველოს გადადგმული აქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალი შეთანხმებით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიან განხორციელებას.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)