16:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 13:51:22, 457 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - გაძალებენ, რომ გამოვა მილიარდერი ბელადი და ტაში უნდა დაუკრა - თქვენ გამოგონილი ტაშისკვრა დაგჭირდათ

გაძალებენ, რომ გამოვა მილიარდერი ბელადი და ტაში უნდა დაუკრა და ძალიან კარგად მოიქცა დიდი უმეტესობა, რომ ტაშს არ უკრავდა და თქვენ დაგჭირდათ გამოგონილი ტაშისკვრა,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მანჯგალაძე სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" გამოეხმაურა და თქვა, რომ ადამიანების უმრავლესობა აქციაზე საკუთარი ნებით არ მისულა.

"მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ემზადებოდით მთელი ერთი კვირა, მილიარდერის მილიონებით, ადმინისტრაციული რესურსით, საჯარო სამსახურების მობილიზებით, მაინც ვერ მიაღწიეთ იმ ეფექტს, რომელიც "ფეისბუქით" ერთ დღეში დაანონსებულმა საქართველოს, ევროპის მხარდამჭერმა აქციამ შექმნა. მაინც დაგჭირდათ ტაშის დადება და "ჯოს" ძახილის დადება, იმიტომ, რომ ადამიანების უმეტესობა იქ არ იყო მოსული თავისი ნებით... 

მოდიხარ მიკროავტობუსით რამდენიმე საათი, მერე მზისგულზე, სიცხეში გაყენებენ და გაძალებენ, რომ გამოვა მილიარდერი ბელადი და ტაში უნდა დაუკრა და ძალიან კარგად მოიქცა დიდი უმეტესობა, რომ ტაშს არ უკრავდა და თქვენ დაგჭირდათ გამოგონილი ტაშისკვრა",- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ, "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართა. რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics