|
2024-04-30 11:04:52, 436 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, თბილისში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა გაიხსნა
ბაზისბანკთან, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილეს მხარდამჭერთან პარტნიორობით, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაფართოებული სერვისებით, მრავალფუნქციური კლინიკის ფორმატით იწყებს ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე, ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიარო იქნება, რომელიც მოსახლეობას თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს. რეპროდუქციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ახალი კლინიკის შენობის სრული რემონტი და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინვენტარის შეძენა ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. „ვივო მედიქალ ჯგუფის“ წევრი, ჟორდანიას კლინიკა, ჯანდაცვის სექტორისთვის ახალი, მნიშვნელოვანი ობიექტი წარმოდგენილია 100 საწოლით. სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას ქმნის. მნიშვნელოვანია ის, რომ კლინიკა ინარჩუნებს მის მთავარ მიმართულებას ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამავდროულად გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგია, მამოლოგია, მეანობა-ნეონატოლოგია. ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით საქართველოში პირველი სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება. კლინიკის არსებობის მანძილზე სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. 2016 წლიდან, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)