|
2024-04-29 19:58:42, 301 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის, რომ ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს
“ჩვენი სათქმელი არის ერთი და უმთავრესი, რომ ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის მთავარი საუნჯე, რაზეც დგას ჩვენი იდენტობა - მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ ამ ღირებულებების ირგვლივ“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“. „ზუსტად ასეთი თანმიმდევრული ნაბიჯებით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც ეფუძნება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, რომელიც არის სასიკეთო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის - ზუსტად ასეთი განვითარებული საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)