15:18 - 15 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 09:38:02, 343 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს - LIVE

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

სხდომა 09:00 საათზე დაიწყო და განხილვა ხმაურის ფონზე იმართება.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვდა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.

8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.

15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.

17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია
ბორელი და ევროკომისია - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და 9 ნაბიჯში აღწერილი რეფორმები განახორციელოს
სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა
IBSU-ს სტუდენტები რექტორს - სამშობლო ნებისმიერ „აკრედიტაცია-ავტორიზაციის“ პროცესებზე მაღლა დგას!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics