19:24 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-28 23:18:38, 482 ნახვა

პოლიტიკა
პარლამეტის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

საქართველოს პარლამენტის წინ "არა რუსულ კანონს" აქციის მონაწილეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლა, აქციის მონაწილეთა მიერ, ჯებირების აღების მცდელობამ გამოიწვია.

პარლამენტის წინ მივიდა პარტია "სტრატეგია -აღმაშანებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელმაც პოლიციელებს მიმართა და უთხრა, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს პარლამენტში შესვლის უფლება აქვს. 

პოლიციელები ცდილობენ აქციის მონაწილეებმა არ გაარღვიონ ჯებირები. დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ხვალ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა აქცია გაიმართება. პარლამენტის პერიმეტრი სპეციალური ჯებირებით გუშინ შემოღობეს

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics