|
2024-04-28 13:22:24, 394 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიამ ბანძელაძეს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მარიამ ბანძელაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. უწყების ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიასა და ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის ღონისძიებების შემუშავებაზე. განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოება. მიხეილ სარჯველაძემ გაეროს მოსახლეობის ფონდს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)