09:42 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-27 14:49:33, 254 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი სენატორების წერილზე - თუ რაიმე ბუნდოვანებაა, ეს კითხვები დახურულ კარს მიღმა უნდა იქნას განხილული

ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან გვაქვს,  - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილასც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე გაუგებრობაა, ეს უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა.

„მე ბევრჯერ მითქვამს და ჩემი პოზიციაც იცის ყველამ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, ეს არაერთხელ მითქვამს, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში, ამიტომ, მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა და კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი.

რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ალბათ ეს უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაზარაძე ივანიშვილს - მოემზადე მოსკოვში წასასვლელად
CNN - ისრაელის საჰაერო თავდასხმას რაფაჰზე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 25-ზე მეტი დაჭრილია
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics