|
2024-04-26 23:36:10, 517 ნახვა
საზოგადოება
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში, - ამის შესახებ განათლების კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი. განათლების კოალიცია მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ მათი მოსწავლეებისა და განათლების ამოცანების ერთგულები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის აქციაში. "განათლების კოალიცია, როგორც საერთაშორისო მოძრაობის ნაწილი, შეიქმნა გამაერთიანებელი იდეით - „ხარისხიანი განათლება ყველა მოსწავლეს!“ და დღემდე ამ იდეის ერთგულია. ადვოკატირების მხრივ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები პანდემიის დროს განათლების სისტემაში ზიანის შემცირების და შემდგომ რემედიალური მიდგომების დანერგვის მიმართულებით. მათ შორის, ხელი შევუწყეთ ასამდე სკოლის საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით აღჭურვას. რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით ჩვენი პრინციპების ერთგულები და ვითხოვდით, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე განათლების სისტემას! ჩვენი მხრივ, ყოველთვის პასუხისმგებლიანად, გამჭვირვალედ ვსაქმიანობდით და ვხელმძღვანელობდით დემოკრატიული პრინციპების დაცვით. აქვე, გვსურს მოვუწოდოთ მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ მათი მოსწავლეებისა და განათლების ამოცანების ერთგულები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის აქციაში თუ სხვა ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც მხარს უჭერს რუსულ კანონს და ზიანს აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს! გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ! ", - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)