|
2024-04-26 12:34:38, 381 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
პროექტი, რომლის ღირებულებაც 3,8 მლნ ლარზე მეტია, 14 კილომეტრამდე სიგრძის სრულიად ახალი, დახურული ქსელის და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების განხორციელების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანის 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. „შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 107 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, ჯამური ღირებულებით 71,3 მლნ ლარი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილია დამატებით 24 120 ჰექტარი მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 13 320 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დაშრობილი მიწის ფართის რაოდენობაა 8725 ჰექტარი“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)