2024-04-26 10:00:26, 311 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს
ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს, - ასე ეხმაურება „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებას“. მისი თქმით, ამ დღეს რუსთაველზე იდგება ყველაფერი "ნაგავი", რასაც რუსეთი განასახიერებს და იქ დგომა „ისტორიული სირცხვილია“. „29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას რის გამო აკეთებენ - სჯერათ, რომ ღირსებას იცავენ დასავლეთისგან (იდიოტები არიან); სჯერათ, რომ რუსეთშია ხსნა (მოღალატეები არიან); თუ უჭირთ და შემოსავლის დაკარგვა არ უნდათ (გამყიდვლები არიან). ყველა შემთხვევაში სირცხვილია. მათ თუ არა, მათ შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ. 29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა და ყველაფერი ნაგავი, რასაც განასახიერებს დღევანდელი რუსეთი და საითაც მიაქანებს ივანიშვილი ამ ქვეყანას. აი, ღარიბაშვილი იდგება. ამ რუსულ ნაგავში კოტრიალი ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის არჩევანია. მეორე მხარეს არის თავისუფლება, ღირსება, სიმართლე, წესიერება, კეთილდღეობა, გრძელვადიანი მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი და ყველაფერი ის, რის გამოც გონიერ ადამიანებს უნდათ დასავლეთი ამ ქვეყანაში საკუთარი შვილებისთვის. ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე. შეგახსენებთ, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება. ავტორი: ექსპრესნიუსი, რუსეთმა ე.წ უცხო ქვეყნის აგენტებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა
ომი უკრაინაში და სავაჭრო დაძაბულობა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების ცენტრშია
აფხაზეთი შეიძლება გახდეს კომპრომისის საგანი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის - ახრა ბჟანია
მილიარდელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|