|
2024-04-26 00:01:18, 477 ნახვა
საზოგადოება
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
პარლამენტის წინ, სადაც მოძრაობები „დაფიონი“ და „ჯიუტი“ აქციას მართავენ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი და მოძრაობა ხელოვნურად არ შეაფერხონ. ამასთან, პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ თუ გაგრძელდება გზის გადაკეტვა, მათ მიმართ მოხდება შესაბამისი რეაგირება და დაჯარიმდებიან. „რამდენჯერმე მოვუწოდე აქციის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს, გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან ახლა, რაოდენობიდან გამომდინარე, გზის დაკეტვის საჭიროება არ არის. მოვახდენთ იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და სასამართლო იმსჯელებს. ვინც გაფრთხილებული იქნება, ყველას იდენტიფიცირება მოხდება, შესაბამისად, მათზე იქნება რეაგირება“, - განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)