|
2024-04-25 15:02:35, 409 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება International Agile Summit Vol. 3 გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor-ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო "თიბისი" მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია. ღონისძიების მიზანია, გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე. ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია. ეჯაილ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო გამოსვლებს ეჯაილზე, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ, დაუსვან კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)