|
2024-04-25 13:14:58, 317 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
"საქართველოს ბანკი" ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა, ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონი დოლარია, რომელიც შენობის რეკონსტრუქციასა და მოწყობას მოხმარდება. რადიო ქალაქი აჭარა კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 16 ჰა. ტერიტორიაზე ინოვაციური და მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. რადიო ქალაქი სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს გააერთიანებს. აქვე მოეწყობა D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, საწარმოო და სახელოსნო ადგილები, რესტორნები, ბარები, სკეიტპარკი და სპორტული კორტები. რადიო ქალაქის განვითარება 2023 წელს დაიწყო და პროექტის პირველი ფაზა 2024 წლის სექტემბერში დასრულდება. „საქართველოს ბანკსა და აჭარა კოლექტივს 10 წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი საინტერესო და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. ჩვენთვის საამაყოა ისეთ განსხვავებული კონცეფციის მქონე უნიკალურ პროექტში მონაწილეობა, როგორიც რადიო ქალაქია, რადგან პროექტს, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ვფიქრობთ, ამ პროექტის სახით, ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც, თავის მხრივ, ქალაქის განტვირთვას და სხვა უბნების განვითარებასა და გაძლიერებას შეუწობს ხელს“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ლალი ყელაურაძემ. „მდგრადი და საზოგადოების ინტერესების ამსახველი პროექტების განვითარება სჭირდება ყველა ქალაქს, უბანს და რეგიონს. აჭარა კოლექტივის მიერ შექმნილი ქართული ბრენდები და პროექტები კი ქვეყანაში სწორედ ასეთი ბიზნეს-საქმიანობის მაგალითია. ჩვენთვის პროექტის წარმატება განისაზღვრება ორი ძირითადი კრიტერიურიმით — რამდენად შექმნა პროექტმა რაიმე ახალი, საინტერესო, განსხვავებული და რამდენად მოახდინა დადებითი გავლენა მის გარშემო სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი გათვლებით, რადიო ქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის უამრავ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის", - ამბობს აჭარა კოლექტივის აღმასრულებელი დირექტორი, ნატო ჯაფარიძე.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)