|
2024-04-25 12:51:48, 301 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა
"თიბისიმ" სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელს პროცესშივე, მარტივად შეეძლება საკუთარი შეკვეთის შემოწმება და შეკვეთის თანხისა და თიფის სასურველი ოდენობის დატოვება უნაღდო ანგარიშსწორებით. QR-ით ანგარიშის გადახდა, კარგად აპრობირებული მეთოდია უცხოეთში, საქართველოში კი "თიბისი" არის პირველი, ვინც ჰორეკა სექტორში ჩართულ ბიზნესს ამ სერვისით სარგებლობას სთავაზობს. პროცესი მარტივია: QR-ები განთავსებულია კვების ობიექტებში მაგიდებსა თუ გადახდის აპარატებთან. როგორც კი მომსახურე პერსონალი გააფორმებს შეკვეთას, მომხმარებელი მყისიერად შეძლებს საკუთარი შეკვეთის ნახვას, თიფის დატოვებასა და ლოდინის გარეშე ანგარიშსწორებას ნებისმიერი Visa ან Mastercard ბარათით, როგორც ქართული ასევე უცხოური. გადახდა შესაძლებელია როგორც Google და Apple pay-ს მეშვეობით, ასევე ბარათის მონაცემების შეყვანით ან "თიბისის" მობაილ ბანკით. QR-ით გადახდა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამ სიახლის დანერგვით რესტორნები მიიღებენ მარტივ ანგარიშსწორებას, გააუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას, დაზოგავენ თანამშრომლების რესურსებს და გამოიმუშავებენ თიფების მეტ შესაძლებლობას. ბიზნესს გადახდების კონტროლი და რეპორტინგის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ბიზნესმართვის სისტემაში ასევე "თიბისის" გადახდების სივრცეში - TBCPayments.ge. ყველა ტრანზაქცია ავტომატურად და მყისიერად აისახება სარესტორნო ბიზნესის მართვის პროგრამაში. მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა რომ, აღნიშნული პროდუქტი ზრდის თიფების რაოდენობას, რადგან გადახდის დასრულებამდე მომხმარებელს QR სისტემა თავაზობს თიფის დატოვებას შეკვეთის 5%, 10% ან 15%-ის ოდენობით და ასევე სასურველი თანხის მითითებით. "თიბისიში" თიფების მიღება უფასოა - ტრანზაქციის საკომისიო შეადგენს 0%. ამას გარდა, ეს იქნება უშეცდომო ანგარიშსწორება, რომელიც სრულად გამორიცხავს მომსახურე პერსონალის მანუალურ შეცდომას, ტერმინალზე შეცდომით თანხის აკრეფას და გადახდას.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)