|
2024-04-24 16:32:20, 858 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - სოციალური პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელება. გაიზარდა "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამის ბიუჯეტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა ძალიან დიდი სოციალური გამოწვევის გადაჭრას ემსახურება რეგიონში და სამწუხაროა, რომ ოპონენტებს არ რჩებათ დრო, ისაუბრონ მსგავს მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროგრამებზე. "იცით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ ეკომიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი საცხოვრისით დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ჩვენს ოპონენტებს არ რჩება დრო, ისაუბრონ იმ მიმდინარე პროექტებზე რომელიც ემსახურება ძალიან დიდი გამოწვევის გადაჭრას. სწორედ ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო საცხოვრისით დაკმაყოფილების დაფინანსება და დღეის მდგომარეობით 50 000 ლარს შეადგენს. ასევე, გავაორმაგეთ ბიუჯეტის შესაბამისი მიზნობრივი დაფინანსება და გასულ კვირას, პროგრამის ფარგლებში, 30-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრისი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე გაიზარდა და ბიუჯეტმა 5 016 840 ლარი შეადგინა. წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 45 ოჯახმა და სულ 120-მდე ოჯახი შეძლებს საცხოვრისის შეძენას. პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან ხორციელდება და ჯამში 753 ოჯახმა შეძლო უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა. ასევე, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა ,,ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ფაზა და მომდევნი თვიდან, ეტაპობრივად დაიწყება ბინების იქ მცხოვრებლებისთვის გადაცემა. "582 ოჯახი დაკმაყოფილდება და ძალიან მახარებს ფაქტი, რომ ეს პატარები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას უკვე მართლა აიხდენენ მათ ოცნებებს", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. აჭარის მთავრობის ცნობით, წესლვე დაიწყება მეორე ფაზის განხორციელება რაც გულისხმობს, მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)