|
2024-04-23 20:14:25, 490 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი
საკამათო თემა გახდა, მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ინ ვიტრო განაყოფიერების კონტექსტში, ამბროლაურში, საკონსტიტუციო განხილვაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აბორტის საკითხი რთულია და კარგი დაფიქრება სჭირდება. მისივე თქმით, მმართველ გუნდს ხელოვნური განაყოფიერების საკითხებზეც აქვს „დისკუსია და კამათი” ეკლესიის წარმომადგენლებთან. „ეს არის თემა, რომელიც იმხელა მსჯელობის საგანია, და სხვათა შორის, არამხოლოდ აბორტთან დაკავშირებით… შარშან ჩვენ, წლის ბოლოს - ნოემბერ-დეკემბერში, დიდი მსჯელობა და კამათიც, არ დაგიმალავთ, გვქონდა და დიდი ხანი მოვუნდით, ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ხშირ შემთხვევაში ძალიან სენსიტიური თემაა. არ შევალ სიღრმეებში, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებისკენ არ წავსულვართ ჯერ. ერთის მხრივ არის სამედიცინო მანიპულაციად მიჩნეული, რომელსაც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები სასტიკად ეწინააღმდეგებიან, მეორეს მხრივ არის სამედიცინო ჩვენება, რაც დემოგრაფიული ზრდის თვალსაზრისით საჭიროებას წარმოადგენს. …მაგალითად აბორტთან დაკავშირებით სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში და ა.შ. ბუნებრივი ამბავია, მაგრამ პათოსში ზოგადად გეთანხმებით. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც წელს ჩვენ ვაპირებთ, ვიმსჯელოთ. და რაღაცა შედეგამდე მივალთ… მათ შორის ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. არც იმას დაგიმალავთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებთან გარკვეული დისკუსია, კამათი გვქონდა ამასთან დაკავშირებით. მათ უფრო ხისტი მიდგომა აქვთ, ჩვენ უფრო შედარებით რბილი მიდგომა გვაქვს, იმიტომ, რომ ბევრი უშვილო წყვილია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… რაღაცა ოპტიმალურ ზღვარზე ალბათ, საბოლოოდ, გავალთ და საერთო თანხმობა რომ იქნება ეკლესიისგან, ჩვენგანაც, ხალხისგანაც, შემდეგ ამ თემებზე მივალთ და ოპტიმალურ გამოსავალს მოვძებნით. ახლა ვერ გეუბნებით, უკაცრავად, ცოტა რთული კითხვაა, სად იქნება ეს ზღვარი, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ ერთი მხრივ უშვილო წყვილის ინტერესები დავიცვათ, მეორეს მხრივ, ზედმეტი მანიპულაციებისგანაც დავიცვათ. მეორეს მხრივ იცით რა არგუმენტებია, საშინელება ხდება თურმე ხალხო, ვერ წარმოიდგენთ ისეთი პრეცედენტები და მაგალითები მოგვიტანეს. ბავშვთა ტრეფიკინგის… ე.ი. უცხოელები ჩამოდიან, როცა რეგულაცია არ არის ხისტი; ასე ვთქვათ, ჭურჭელს ეძახიან ქალს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით ჩაუსახავენ ბავშვს, შემდეგ ყიდიან ამ ბავშვებს და მერე ეს ბავშვები იკარგებიან სადაც უცხოეთში და წარმოუდგენელი ამბები ხდება. ამას ცალკე დაზღვევა სჭირდება, მაგრამ ამის დაზღვევაში ის არ უნდა მოხდეს, რომ აქ ქართველ წყვილს აუკრძალო ბავშვის ყოლა, ბავშვის გაჩენის უფლება. მერე იყო, მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი – აი, მაგალითად – „არ ვარ დაოჯახებული” - ქალი ამბობს და „მინდა, რომ მყავდეს შვილი” – ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა. მერე ეს გახდა საკამათო თემა. „ჩემი რაღაცა ფაქტორების გამო არ გავთხოვილვარ” – ამბობენ და „რატომ მართმევ დედობის უფლებას”. ძალიან რთული თემაა და რაღაცამდე უნდა მივიდეთ და მათ შორის ამ აბორტის თემასთან დაკავშირებით. სამედიცინო თემების დროს გასაგებია, მაგრამ იმის შემდეგ აკრძალვაზე ალბათ უფრო ოპტიმალურ გამოსავალთან მივალთ”, - განაცხადა მდინარაძემ.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



