|
2024-04-23 15:09:53, 320 ნახვა
საზოგადოება
ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება
ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას Smokey Bear, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს. Smokey Bear აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მხოლოდ შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ტყის ხანძარი“. „Smokey Bear-ის კამპანია ქართველ სპეციალისტებს აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხანძრების პრევენციის ნაწილში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი კომპონენტია. „მადლობა ამერიკის სატყეო სამსახურს კამპანია Smokey Bear საქართველოში განხორციელების შესაძლებლობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ტყის ხანძრების პრევენციის სწორად გატარება. ჩვენს რეინჯერებს და მეტყევეებს ხანძრის ადგილებზე შესაბამის ღონისძიებებში ჩართვა ევალებათ, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი როლი გვაკისრია, მათ შორის, პრევენციის ნაწილში; რაც მეტი განათლება გვექნება ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მით მეტად შევძლებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს საქართველოს ველურ ბუნებაში ხანძრის პრევენციის სამუშაოები, ტყის ხანძრებთან მიმართებაში საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და ტყის ხანძრების მართვის პრაქტიკა გააცნეს. შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრი, აშშ-ის სატყეო სამსახურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), CENN-ის და NACRES-ის წარმომადგენლები და დაინტერსებული მხარეები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)