23:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 10:15:04, 398 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას შეეხო.

„ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება დაადასტურა", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics