|
2024-04-22 14:46:23, 305 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა
"საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იღებენ. პროექტი მოზარდებში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის პირველი, სასკოლო რაუნდი გაიმართა, რომელზეც საქართველოს 11 რეგიონიდან 300-მდე სკოლა დარეგისტრირდა. ჯამურად კი ოლიმპიადაზე წელს, ქვეყნის მასშტაბით, 1300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა 80%-ზე მეტი რეგიონებიდან იყო. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ქულების მქონე მოსწავლეები ეროვნულ რაუნდზე გადავლენ, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება. ეროვნული რაუნდიდან გამოვლენილი საუკეთესო 10 მოსწავლე ინტენსიურ კურსსა და გადამზადებას საზაფხულო ბანაკში გაივლის. 5 საუკეთესო მოსწავლისგან დაკომპლექტდება გუნდი, რომელიც საერთაშორისო რაუნდზე საბერძნეთში გაემგზავრება. „საქართველოს ბანკი აგრძელებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ეკონომიკის ოლიმპიადას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებასა და ეკონომიკური კუთხით ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ოლიმპიადის დახმარებით მათ ეძლევათ საერთაშორისო კონკურსზე გასვლის და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გამოვლენის შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, საერთაშორისო რაუნდში მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ და მოწინავე პოზიციებს დაიკავებენ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივას“ (GELi) მიერ, "საქართველოს ბანკის" და Economic Fundamentals Initiative-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)