|
2024-04-22 14:24:47, 256 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი - ნაიდა შამილოვა უძღვებოდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "მმართველი საბჭოს შეხვედრის მიზანს პროგრამის მიმდინარეობის, მიღწეული შედეგების და ამ ეტაპზე არსებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილია ერთობლივი დანაყოფი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური მეთოდიკის გამოყენებით სარისკო ქვეყნებიდან შემოსული კონტეინერების კონტროლს აწარმოებს ნარკოტიკების შემცველი ნივთიერებების, ცეცხლსასროლი იარაღის, მასობრივი განადგურების იარაღისა და ბირთვული მასალები მიკვლევა-ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პროექტის ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საბაჟო დეპარტამენტი. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)