|
2024-04-22 14:11:26, 329 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე AUSTRIAN AIRLINES-ის მენეჯმენტს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ორჰუსში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. ირაკლი ქარქაშაძე ავიაკომპანია Austrian Airlines-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც 2 მაისიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო. „ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ვენა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. 1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ბორტებს წარმოადგენს“, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)