|
2024-04-22 12:30:06, 340 ნახვა
საზოგადოება
რაგბის კლუბი - „არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია
რაგბის კლუბი - „არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რაგბის კლუბი - „არმია“ რაგბის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე წყალტუბოს რაგბის გუნდს შეხვდა. „ქუთაისში, „აიას“ სტადიონზე გამართულ მატჩზე „არმიამ“ წყალტუბოს გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 56-22 დაამარცხა. კლუბი „არმია“ ფინალურ ეტაპზეა და შემდეგ შეხვედრას ასპინძის „ტაოსთან“ გამართავს. მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამხედრო მოსამსახურეები და მორაგბეთა ოჯახის წევრები გულშემატკივრობდნენ. რაგბის კლუბის წევრები ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდნენ”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)