10:04 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 11:53:35, 249 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ურთიერთ თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მხარდაჭერით, ქ. რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება. 

რუსთავის ჭალის ტყის კონსერვაციის მიზნით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისთვის,  რომელთა უშუალო კომპეტენცია და ვალდებულებაა რუსთავის ჭალის ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის პროცესში ჩართვა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასწავლო სემინარები და დარგვის საველე სამუშაოები ჩატარდა.

რუსთავის ჭალის ტყეში, დაახლოებით 2000 კვ.მ. ტერიტორიაზე დაირგო 400 ძირი ჭალის მუხის, ფშატის და თელა სნერგები.

პროგრამის “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო”-ს ფარგლებში, 2023 წელს, რუსთავის ჭალის ტყის 160 ჰა ფართობისთვის მომზადდა ტყის აღდგენა-გაშენების დეტალური გეგმა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, გაიმართა რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის სასწავლო სემინარი რუსთავ სერვის ცენტრის, მუნიციპალური ინსპექციის, ახალგაზრდული დეპარტამენტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისთვის. სემინარი მოიცავდა 2 ფაზას. პირველ ეტაპზე გაიმართა ორდღიანი სემინარი, სადაც მონაწილეები გაეცნენ ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის ღონისძიებების შესახებ შემუშავებულ სასწავლო მეთოდოლოგიას, მეორე ეტაპზე კი განხორციელდა ორდღიანი დარგვის საველე სამუშაოები.

"დღეს, რუსთავის ჭალის ტყეში შედგა ეფექტური თანამშრომლობა სამინისტროს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებს შორის, რომლებმაც ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა დარგვის ღონისძიებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის ჭალის ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და მდგრადი განვითარებისთვის", - აღნიშნა შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოს დაცვითი პროგრამის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა.

დარგვის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და რუსთავის მერიის ახალგაზრდების დასაქმების პროექტის ,,ახალი სიმწვანის" მოხალისეები.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
3-4 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
ვოლკერ თურქი - შეშფოთებული ვარ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო
სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics