|
2024-04-20 11:40:52, 432 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სკვერში ფანჩატურისა და სავალი ბილიკის ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. “კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარაშვილი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სამუშაოებს ი/მეწარმე „დავით კოშაძე“ ახორციელებს. სკვერის მიმდებარედ, უკვე მოწყობილია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში ერთიანი სპორტული, გასართობი და დასასვენებელი სივრცე იფუნქციონირებს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დასვენებასა და ბავშვების გართობას შეუწყობს ხელს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)