03:47 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 15:15:26, 230 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 

მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ან ევროპულ მომავალს. 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომა - შენ რომ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას ან რატომ შეიძლება ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი იყოს ცუდი. როდესაც არანაირი არგუმენტი არ გაქვს, თუ რატომ შეიძლება იყოს ცუდი გამჭვირვალობა, შეეწინააღმდეგოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, აბსურდია და აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი კიდევ უფრო გამყარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. 

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც 9 აპრილს დაიღუპნენ გმირები. დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და ეს დამოუკიდებლობა უნდა გავამყაროთ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. ასე გვინდა ჩვენ ევროპა. რაიმეს ხომ არ ვიგონებ -იმასაც გვეუბნებოდნენ, სააკაშვილი თუ არ გამოუშვით, ევროპას შორდებით და ვერ გახდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაო. იგივე ხდებოდა სანქციებთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი? ჩვენ 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში, ვმართავთ ქვეყანას, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას ან თუნდაც ევროპულ მომავალს  ეწინააღმდეგებოდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics