2024-04-19 13:57:20, 319 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, იგინებით
აქ რომ გამოდიხართ ხოლმე, მადლობას უხდით პარლამენტის აპარატს, ბრტყელ-ბრტყელდ რომ საუბრობთ, რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ამ დღეებში ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, მამაპაპურად იგინებით და შეურაცხყოფას აყენებთ მანდატურებს,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც მანამდე დეპუტატ სალომე სამადაშვილის სხდომათა დარბაზიდან გაძევება გააპროტესტა. პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას "თავი დაანებონ". "სქესის ინსტრუმენტალიზირება, რასაც თქვენ აკეთებთ ახლა თქვენ მანიპულაციურად, ეს არის ყველაზე მდაბალი საქციელი. აქ რომ გამოდიხართ ხოლმე, მადლობას უხდით პარლამენტის აპარატს, ბრტყელ-ბრტყელდ რომ საუბრობთ, რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ამ დღეებში ქალი დეპუტატები, ახლაც ქალბატონი სალომე [სამადაშვილი] რა შეურაცხყოფასაც აყენებდა მანდატურებს - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, კარგად, მამაპაპურად იგინებით და შეურაცხყოფას აყენებთ მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. ნებისმიერ დეპუტატს მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომიდან, სადაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გააძევა. ავტორი: ექსპრესნიუსი, პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|