09:32 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 17:29:32, 784 ნახვა

რეგიონი
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

"ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა" პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საკონკურსო კომისიამ საინფორმაციო შეხვედრები მახუნცეთის და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე გამართა.  

"საინფორმაციო შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

განცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 24 მაისამდე გაგრძელდება. 

ბიზნესიდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე: https://we.tl/t-QVmOg7Yoyv.

შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად განხორციელდება. მოქალაქეებს ასევე, ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

პროგრამის ბიუჯეტი 45 000 ლარს შეადგენს",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics