|
2016-02-11 12:43:27, 660 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: საწარმოს, რომელსაც მანქანა-დანადგარები შემოაქვს, საზღვარზე დღგ-ს აღარ გადაიხდის
საწარმოს, რომელსაც მანქანა-დანადგარები შემოაქვს, საზღვარზე დღგ-ს აღარ გადაიხდის. აღნიშნულს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელზეც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისაუბრა. “ჩვენ ძალიან საინტერესო წინადადება გვაქვს საქართველოს პარლამენტისათვის, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითრებას, ეკონომიკურ ზრდას და ინვესტიციებს. კერძოდ, იმპორტიორი, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას, დღგ-ს აღარ გადაიხდის. საუბარი შეეხება იმას, თუ კი საწარმოს შემოაქვს მანქანა -დანადგარები, ის საზღვარზე აღარ გადაიხდის დღგ-ს ამ მანქანა დანადგარებზე და არა თუ საზღვარზე, საერთოდ აღარ გადაიხდის, მომავალ გადახდებში ჩაეთვლება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)