|
2024-04-17 21:49:08, 401 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრამი მოხსნილია, შენობის კარებები ღიაა
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპროტესტო აქცია გრძელდება. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდიბარე ტერიტორია ვიდრე "თბილისი მერიოტამდე" საპროტესტო აქციის მონაწილეებით სავსეა. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან არც ჭიჭინაძისა და არც ჩიტაძის ქუჩებზე - საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე სადაც განთავსებულია პარლამენტის საშვთა ბიურო და მთავარი შესასვლელი კარებებიც ღიაა. ამასთან, უშვალოდ პარლამენტის შენობაში ასობით პოლიციელი იმყოფება. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რომ ადგილზე სხვადასხვა აქტივისტები მორიგეობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაცია არ განახორციელონ.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)