20:04 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 20:14:41, 342 ნახვა

საზოგადოება
KHIDI: რუსული კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირების მექანიზმია

კლუბი KHIDI რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. კლუბის განცხადებით, ხელისუფლების მიერ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი წარმოადგენს თავისუფალი, კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირების მექანიზმს.

„ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ თავადაა ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან, ცდილობს, რომ საკუთარი საქმიანობა გაუმჭვირვალე გახადოს. აღნიშნულ ვითარებაში, მმართველი ძალა უპირისპირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების დახმარებით ხელს უწყობენ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სოციალური და კულტურული უფლებების უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას. გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ხელისუფლებას შეეძლება უცხოურ ძალად მიიჩნიოს თითქოს ყველანაირი ორგანიზაცია ან გაერთიანება, განსაკუთრებით კი დაუპირისპირდეს მედია საშუალებებს, რომელთა მთავარ მიზანსაც საზოგადოების ინფორმირება და სახელისუფლებო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი სატელიტური საშუალებები აქტიურად ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციული ნარატივების ქვეშ მოქცევასა და მტკიცებას, რომ მათ მიერ დაინიციირებული კანონპროექტი ამერიკაში არსებული კანონის – FARA მსგავსია, რაც აბსოლუტურად დაცლილია სიმართლისაგან. FARA კონცენტრირდება სუბიექტის მიერ შესრულებული საქმის შინაარსზე, მისთვის მნიშვნელოვანია ატარებს თუ არა აშშ-ში მოქმედი სუბიექტი სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, და არ კონცენტრირდება უშუალოდ სუბიექტის ვინაობაზე. აღნიშნული კანონმდებლობაში აისახა შემდეგნაირად:

,,პირი/ორგანიზაცია უნდა მოქმედებდეს პირდაპირ უცხო სუბიექტის შეკვეთით, პოლიტიკურ პროცესში მათი ინტერესების სასარგებლოდ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტი.

შესაბამისად, FARA-ში რეგისტრაციის ვალდებულება რომ დაეკისროს სუბიექტს, კონკრეტულად უნდა ჩანდეს ორგანიზაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება და ეს პირდაპირ კონტრაქტით უნდა იყოს განსაზღვრული. ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ დაინიციირებული კანონპროექტი კი “უცხოეთის აგენტებად” მიიჩნევს ნებისმიერ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი მიზნებისა და საქმიანობის სფეროსი

,,კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ”

ერთდროულად დაინიციირდა ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოში, ყირგიზეთსა და სლოვაკეთში და მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ. კანონი, რომლის მისაღებადაც ხელისუფლება ძალოვნური მექანიზმებით ადამიანების დარბევასა და უკანონო დაჭერებს არ უშინდება, ანალოგია 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონისა, რომელიც პუტინის ხელისუფლებამ ორგანიზაციების უფლებათა ჩამორთმევისა და მათში შემავალი პირებისათვის, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკის კრიტიკოსებად იქნენ მიჩნეულნი, არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესაზღუდად გამოიყენა.

რუსული კანონი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს და საქართველოს მთავარ პოლიტიკურ კურსს რუსეთისაკენ მიმართავს. აღნიშნულს ადასტურებს ევროპისა და ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც უშუალოდ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროკავშირს და გააღვივებს ანტიდასავლურ ნარატივებს ქვეყანაში.

მოგიწოდებთ საზოგადოებას, წინ აღუდექით ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ”რუსულ კანონს”!“, – ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუნაკი - კარიმ ხანის მოთხოვნა უსარგებლოა - ამით ბრძოლის ველზე არაფერი შეიცვლება
ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის
ფიშერი - თუ კანონი მიიღება, დეკემბერში გერმანია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას ხმას არ მისცემს
კარპენტერი - კანონის მიღების შემთხვევაში, სათანადო შედეგები აუცილებლად დადგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics