|
2024-04-17 15:08:45, 372 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დღეს რომ დამოუკიდებლები ვართ, ეს ხომ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა და ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება
ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი და პირველ რიგში, ეს მინდა ამ ქვეყანაში - საქართველოში,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი, რომელშიც ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ევროპული საბჭოს სხდომაზე განხილვას ითხოვს. კალაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ფეხქვეშ თელავდა იმ ევროპულ ღირებულებებს", რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ „უფრთხილდება", წინა ხელისუფლებას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ, რაც მისივე თქმით, „ორმაგი სტანდარტია". „ევროპა რატომ გვინდა? - ეს არის ის ღირებულებები, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაზე დგას ეს ყველაფერი? - სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება. ეს ყველაფერი ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ ხნის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ყველა ეს მიმართულება დგას უმაღლეს საფეხურზე. ჩვენ გვახსოვს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ის რადიკალური დაჯგუფებები იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ფეხქვეშ იყო გათელილი. მაშინ გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის „დემოკრატიის შუქურა“. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიუღებელია ქართველისთვის. მე ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი და პირველ რიგში, ეს მინდა ამ ქვეყანაში - საქართველოში. ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ეს ხომ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა და ამ ყველაფერს ჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამ ყველაფრით მინდა მე ევროპა და ამ ყველაფრით ვუყურებ მე ევროპულ მომავალს და ხვალინდელ საქართველოს“,- განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ განაპირობებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. „აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ კავშირში არაა იმასთან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდება თუ არ გაწევრიანდება. ჩვენ ვისმენთ ამ განცხადებებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ერთი არგუმენტიც კი, რატომ არის ცუდი და რატომ წარმოადგენს პრობლემას კანონი, რომელიც დაკავშირებულია იმ ევროპულ ღირებულებასთან, რასაც გამჭირვალობა ქვია. რატომ არის ცუდი გამჭირვალობა?! პირიქით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს ყველაზე მეტს ყვირიან, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ ეს ყველაფერი, დეკლარირება გააკეთონ, საიდან და ვისგან ფინანსდებიან, მაგრამ აქ არის მეორე თემა, რომელიც მათ აწუხებთ - იმ დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსები მოდის ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა რევოლუციური გადატრიალება, ექსტრემიზმი, პოლარიზება და სიძულვილის წახალისება. ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობებისთვის“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს ბანკმა 2026 წლის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა
საგარეო უწყება – ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს შესაბამის დონეზე მიწვევა არ მიუღია
PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
აშშ-ის საზღვაო ძალების მესამე ავიამზიდი USS Theodore Roosevelt ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



