|
2024-04-16 17:23:33, 485 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ შსს-ს, აქციაზე დაკავებულებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცეთ
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურს, დაკავებულების ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობასა და საქმის ობიექტური გამოძებისკენ მოუწოდებენ. „ექსპრესნიუსი“ ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე 14 პირი დააკავა. გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. დაკავებულების უმეტესობას არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამ დრომდე ზუსტდება რამდენიმე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია. დაკავებულები იმყოფებიან თბილისის სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ადვოკატებთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროისთვის უცნობია, როდის დაიწყება სასამართლოში საქმეების განხილვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები განაგრძობენ დაკავებულებთან კომუნიკაციას და მათი ინტერესების დაცვას სასამართლოში. აქციაზე დაკავების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: #577 07 05 63",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)